Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ სალივანი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება.
როგორც გამოცემა წერს სალივანი რუსეთში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.
ცნობისთვის, ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განსაკუთრებით გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.