შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

პირისპირ შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პრემიერის პირველი სამუშაო შეხვედრაა.

ცნობისთვის, პრემიერთან შეხვედრამდე შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.