აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევა არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ქვეყნის ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა, როგორც მულტიპარტიულმა დემოკრატიამ.
ელჩი დასძენს, რომ ასეთი პროგრესი ამარტივებს აშშ-ს ვალდებულებას, ერთ დღესაც დაადასტუროს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
„ეს არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ეს მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ტრანატლანტიკური ევროპული ოჯახის ნაწილი გულისხმობს პოლიტიკურ სიმამაცეს, რათა მიღწეულ ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ხელშეკრულების შესრულება. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი მაგალითებს ამ ევოლუციის დროს, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, საქართველოში ინსტიტუტები იძენენ ძალას. მხოლოდ 20 წელია, ეს ქვეყანა დემოკრატიაზე მუშაობს.
ჩემი აზრით, ძალიან შთამბეჭდავია, ეს ქვეყანა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა, როგორც მულტიპარტიულმა დემოკრატიამ და მოაგვაროს სერიოზული გამოწვევები, რომელსაც საქართველო აწყდება. ასეთი პროგრესი ამარტივებს ამერიკისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება NATO-ს წევრი“, – განაცხადა დეგნანმა.