ტოდ უოლტერსი: სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც აქვს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში

ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ ტოდ უოლტერის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს ჩარევას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკაში, მათ შორის, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ამის შესახებ მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის თავდაცვის ქვეკომიტეტში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გენერალი საქართველოს საკითხსაც შეეხო.

როგორც კომიტეტის მიერ უოლტერი გასაჯაროვებულ მოხსნებაში ვკითხულობთ, რუსეთი იყენებს არატრადიციულ საშუალებებს, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები, მავნე კიბერაქტივობები და სამხედრო კამპანიების გამოყენება.

მნიშვნელოვანი ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ "სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც აქვს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი ახდენს გავლენას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე რეგიონული დაძაბულობის მანიპულირებისა და მოუგვარებელი სამხედრო კონფლიქტების გზით.

მოხსნებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს

,,კრემლს მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქრონიკული არასტაბილურობა რუსეთის რეგიონული ჰეგემონიის შესაძლებლობას იძლევა. რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტებს საქართველოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ბლოკავს ხალხისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე, აკავებს და ავიწროებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას და ძირს უთხრის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს,“ - მიიჩნევს ტოდ უოლტერსი.