The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ყირიმში რუსული ავიაგამანადგურებლების გაზრდილი რაოდენობა დააფიქსირეს.
გამოცემა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში ამ რაოდენობის ავიაგამანადგურებლები, ჯავშანტექნიკა და სამხედრო ინფრასტრუქტურა არ დაფიქსირებულა.
ფოტოებზე ჩანს Su-34, Su-30, Su-27, Su-25 და Su-24-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებლები, ასევე სამხედრო ვერტმფრენები, მძიმე ჯავშანტექნიკა და სამხედრო ჰოსპიტლები.