გერმანიის კანცლერის ანგელ მერკელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დევნა და უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არსებითად აუარესებს, თუმცა ამ პირობებშიც საჭიროა დიალოგის შენარჩუნება.
როგორც მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
„რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა მივიჩნევ, რომ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ. დიალოგი უნდა განვაგრძოთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელმა ასევე ისაუბრა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე და აღნიშნა, რომ გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს იმას, რომ უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის როლი შეენარჩუნებინა.
მერკელმა ჩამოთვალა ქვეყნები და რეგიონები, რომლებშიც არსებული ვითარება მის შეშფოთებას იწვევს.
„თუ გადავხედავთ ევროპის გარე საზღვებს, მაშინ ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ დღეს მშვიდობა და უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა არ არის ის, რაც თავისთავად იგულისხმება. სიტუაცია ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, დნესტრიპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში და, რა თქმა უნდა, სირიასა და ლიბიაში, საგანგაშოზე უარესია“,- აღნიშნა ანგელა მერკელმა.