ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ულოცავს.
როგორც მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმედი აქვს, რომ შემდეგი სესიები საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა.
„მსურს დავასრულო გულწრფელი მილოცვით საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია. ჩემი გამოცდილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, ნუ გააგრძელებენ ამ ტენდენციას, იმედი მაქვს შემდეგი სესიაც საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა“, - განაცხადა კუბილიუსმა.