ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი მოუწოდებენ პოლიტიკურ მხარეებს გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას სენატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
შაჰინი და ჯონსონი მზადყოფნას გამოთქვამენ, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის დახმარებისთვის.
„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.