უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დონბასის რეგიონში შესახვედრად იწვევს. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ვდეო მიმართვის ფორმით გაავრცელა.
"კონფლიქტის დასრულების და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, „ბატონო პუტინო, მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებსაც მოუწოდა, აჩვენონ ”მკაფიო სიგნალები” იმის შესახებ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში.
„ჩვენს მოქალაქეებს მკაფიო სიგნალები სჭირდებათ, რომ ომის მერვე წელს ქვეყანა, რომელიც ევროპისთვის ფარია, მიიღებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ტრიბუნებზე მდგომი პარტნიორებისგან, არამედ როგორც იმავე გუნდის მოთამაშეებისგან, პირდაპირ მოედანზე, მხარდამხარ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
" უკრაინას დიპლომატიური გზით სურს კონფლიქტის დასრულება. მაგრამ მზად არის, თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი თავი დაიცვას.სურს უკრაინას ომი? - არა. მზად არის უკრაინა ომისთვის? - დიახ,“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ.