"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავტოლოკოლონებით რუსთავის ციხისკენ მიემართებიან

ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ მიემართებიან.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, , ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და „ვინც ამას გააკეთებს, ყველა მისი მტერია“.

„„ქართულ ოცნებას" თავში რა მოუვა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს". ჩვენ ერთად ვნახეთ ნიკა მელიას ძალიან ცალსახა და მკვეთრი პოზიცია, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს. ყველა ის ადამიანი ვინც ამას გააკეთებს, მისი მტერი იქნება, ვინც არ უნდა იყოს.დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ნიკა მელია", - განაცხადა ნადირაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მელიას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან მხოლოდ მელიას უპირობოდ გათავისუფლების შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.