ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩემ ადგილს ვხედავ განათლების კომიტეტში

პარტია ,,გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ის საპარლამენტო სამქმიანობაში ჩართვისას მის ადგილს განათლების კომიტეტში ხედავს.

მისივე თქმით, მას კომუნიკაცია უკვე აქვს იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მოუწევს განათლების კომიტეტში თანამშრომლობა.

„ჩემს ადგილს მე, მაგალითად ვხედავ განათლების კომიტეტში.ველაპარაკები უკვე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და არავის ამაზე ჯერ არ უმსჯელია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.