იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

NATO-ს მოკავშირეები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ ევროატლანტიკური სივრცის მასშტაბით, მათ შორის ალიანსის ტერიტორიის მასშტაბით, დესტაბილიზაციის გამოწვევი ქმედებების გამო და სრულ სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის რესპუბლიკას. ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე გაავრცელა.

„NATO-ს მოკავშირეებს რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ, რამაც 2014 წელს, ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება გამოიწვია. მოკავშირეები ჩეხეთს სოლიდარობას უცხადებენ და გამოხატავენ შეშფოთებას რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.