რუსეთთან დაკავშირებით ბაიდენის პოლიტიკას ადამიანის უფლებებზე ხაზგასმა სჭირდება. ამის შესახებ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი მეთიუ სეზარე მისივე სტატიაში წერს.
„პრეზიდენტად არჩევიდან სამი თვის შემდეგ, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად ეკიდება რუსეთს. გასულ კვირას, პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სანქციების ახალი სერია რუსეთის წინააღმდეგ, ამის მიზეზი სხვა საკითხებთან ერთად, 2020 წლის არჩევნებში ჩარევა და აშშ-ს სამთავრობო უწყებებზე მასიური კიბერშეტევა იყო. ამავდროულად, ბაიდენმა პუტინს შესთავაზა ზაფხულში, ევროპაში სამიტის ჩატარება. მას სამიტის ფარგლებში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობის იმედი აქვს.
ამ სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეიძლება დაიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა.
თუმცა ადმინისტრაციის დღის წესრიგში მეორე ადგილზე ასევე უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ბაიდენს სჭირდება ახალი პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ ყურადღებას ადამიანის უფლებებზე რუსეთში, ეს იქნება გაბედული ნაბიჯი - ის, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, გადალახოს წინამორბედების შემორჩენილი პოლიტიკა, რათა უკეთესად გაამახვილოს ყურადღება მოსკოვის გამოწვევაზე. ეს ბაიდენმა უნდა განიხილოს, რადგან ის უფრო დაუახლოვდება დიალოგს თავის რუს კოლეგასთან“, - წერს მკვლევარი.