აშშ-ს ელჩი ამნისტიის კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მას კარგად ესმის რამდენად მტკივნეულია 20 ივნისის მოვლენი საქართველოს ისტორიაში, თუმცა იმისათვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს, აუცილებელია შეთანხმება და ამნისტიის კანონპროექტის მიღებაც.

„შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი. მოგეხსენებათ პროცესი იყო ხანგრძლივი და რთული. შესაბამისად, პარტიების მხრიდან საჭირო გახდა გამბედაობა იმისთვის, რომ წასულიყვნენ კომპრომისზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ 20 ივნისის მოვლენები საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეთანხმება და ამნისტიის კანონპროექტიც.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ცხადია, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. შეთანხმება მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს გაგრძელება რეაგირება მის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევებზე. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებული ვითარება, ეკონომიკური სიტუაცია და მრავალი სხვა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.