აშშ-ს ელჩმა რუსეთი დატოვა - ის კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაემგზავრა

რუსეთში აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Bussiness Insider ავრცლებს.

როგორც გამოცემა წერს, ელჩი დღეს მოსკოვიდან ლონდონში გაემგზავრება, რის შემდეგაც შტატებში დაბრუნდება.

სამშაბათს, მოსკოვში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ სალივანი ამ კვირაში დაბრუნდება აშშ-ში "კონსულტაციებისთვის", მაგრამ გამგზავრების დრო არ იყო დაკონკრეტებული.

აღსანიშნავია, რომ სალივანის შტატებში დაბრუნება, კრემლსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დიდი დაძაბულობის ფონზე ხდება.

სანქციების საპასუხოდ, ოფიციალურმა მოსკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს სალივანი კონსულტაციებისთვის გამოეძახა, ამას კი წინ უსწრებდა ის პროცესი, რომ რუსეთმა 10 დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

გამოცემა წერს, რომ ამგვარი ჟესტი არც თუ ისე ხშირია დიპლომატიაში, როდესაც მასპინძელი ქვეყანა მეორე სახელმწიფოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, თავად რუსეთმა ელჩი ამერიკიდან მას შემდეგ გამოიძახა კონსულტაციებისთვის, რაც თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი ,,მკვლელად" მოიხსენია.