ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებს

Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებენ.

„გუშინ რუსეთის ელჩს ვუთხარი, რომ თუ ჩეხ დიპლომატებს მოსკოვში არ დააბრუნებდნენ, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს შემადგენლობას შევამცირებდით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსულმა მხარემ ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებას შევუდგებით. პრაღაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობას მოსკოვში ჩვენი საელჩოს შემადგენლობის დონემდე დავიყვანთ. რუსეთს ჩეხეთიდან თავისი ხალხის გაყვანაზე მაისამდე ეძლევა დრო“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.