ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს საზღვართან ჯარების შემცირება დაძაბულობას ამცირებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საზღვრიდან რუსეთის მიერ ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას ეხმაურება.

„ჩვენს საზღვართან ჯარების შემცირება დაძაბულობას ამცირებს. უკრაინა ყოველთვის ფხიზლად არის, თუმცა მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებისა და დონბასში სიტუაციის დესკალაციის მიზნით. უკრაინას მშვიდობა სურს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი Tweeter-ზე.