ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკის სურს დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, მოსკოვი ამას მიესალმება.

„თუ მას ურთიერთობების აღდგენა სურს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად, უკრაინის ხელმძღვანელობას სჭირდება კომუნიკაცია დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციებთან და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთთან.

ცნობისთვის, 20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

„მზად ვარ, დონბასში, სადაც ომი მიმდინარეობს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვა შევთავაზო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.