სლოვაკეთი 3 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად სლოვაკეთის მთავრობა ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჰეგერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უცხოური დიპლომატიური მისიები სლოვაკეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მუშაობდნენ.

„სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. მათ ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.