NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია

NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია.

როგორც Reuters-ს NATO-ს წარმომადგენელმა განუცხადა, პროცესებს დააკვირდებიან.

„რუსეთის მხრიდან დეესკალაციესკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანი და დროულია. ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინის ტერიტორიასა და უკრაინის საზღვრებთან გაუმართლებელ სამხედრო აქტიურობას ყურადღებით დააკვირდება“, - აღნიშნა NATO-ს წარმომადგენელმა.

ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა ძალის გაყვანისკენ მოუწოდებენ.