იენს სტოლტენბერგი: მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევას.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე ავღანეთში ჩვენი მისიის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.