ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ არსებობს მზადყოფნა ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების ჩადგომაზე.
„ თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი წინადადება განვიხილოთ. ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ ძალიან ბევრ მეგობარს საქართველოს, რომელსაც სურვილი აქვს თავდებში დაუდგნენ და პირადი გარანტიები გასცენ“, – განაცხადა მან ,,ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის, პარტია ,,ლელო" ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებში ჩადგომას სთავაზობს. ინიციატივას ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.