სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას მან ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

„დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის NATO-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Tweeter-ზე.