ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის ქმდებების გამო საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას ითხოვს. ლინკევიჩუსის აზრით, ქვეყნებმა NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურებაც უნდა მოისმინონ.
„რუსეთმა ახლახან კიდევ ერთი „გამჭრიახობა“ გამოავლინა იმის შესახებ, რომ უკრაინამ გაამწვავა სიტუაცია დონბასში, რომ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიეღო. კრემლის ყველა ამ „მანევრის“ შემდეგ, უკრაინამაც და საქართველომაც MAP-ი უნდა მიიღონ და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება მოისმინონ“, - აღნიშნავს ლიეტუველი დიპლომატი.