რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.