პოლონეთის საგარეო უწყება: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა რეგიონში რუსეთის ქმედებები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრები შეხვედრაზე მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობას პოლონეთ-რუმინეთ- თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში.

მათი შეფასებით, მინისტერიალი კარგი საშუალებაა რეგიონისთვის აქტუალური უსაფრთხოების თემების განსახილველად და ასევე, წარმოადგენს აღნიშნული ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას ორივე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.