ბოგდან აურესკუ: რეგიონული უსაფრთხოების, კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოგდან აურესკუს განცხადებით, რეგიონული უსაფრთხოებისა და კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

მისივე თქმით, რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას.

„უსაფრთხოების საკითხებზე რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს ჩვენს შავი ზღვის პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას. რეგიონული უსაფრთხოებისთვის და კოორდინაციისთვის ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მქონდა სიღრმისეული და დროული მოსაზრებების გაცვლა დავით ზალკალიანთან და დმიტრო კულებასთან“ – წერს Tweeter-ზე რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.