აშშ-ს საელჩომ საქართველოს ვაქცინების შესანახი სამაცივრე დანადგარები საჩუქრად გადასცა

COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის 1 მილიონ დოლარზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.