საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო მიესალმება.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა შეთანხმების განხორციელება უნდა უზრუნველყონ.
„მივესალმებით ევროკავშირის შუამდგომლობით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების განხორციელება დემოკრატიული რეფორმების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი, რომელიც საქართველოს მთავარი დონორია, მხარს უჭერს შეთანხმებულ რეფორმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.