"მივესალმებით სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას",- ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
"მივესალმებით სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განსაზღვრა მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებული მასობრივი სისასტიკე, როგორც გენოციდი", - ნათქვამია სამინისტორს განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ერთხმად დაადასტურა თავისი ერთგულება ადამიანის უფლებებისადმი და ჰუმანურობის პრინციპებისადმი.
"შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი ერთგულება ადამიანის უფლებებისა და კაცობრიობის პრინციპებისადმი. ბაიდენის განცხადებას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სომხების გენოციდის გლობალურ აღიარებაში და გენოციდების პრევენციაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.