არმენ სარქისიანი: სომეხთა გენოციდის აღიარება ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობებისთვის

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნულ გადაწყვეტილებას შთამაგონებელს უწოდებს.

„მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი ქმედებაა. ის მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის და ყველასთვის, ვინც მსოფლიოში სამართლიანობისკენ ისწრაფის. ის ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. ის ასევე მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს!“ – წერს სომხეთის პრეზიდენტი Tweeter-ზე.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ვინც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.