სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

News.Am-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა.

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანი მიზეზად 20 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს.

„ამ დროის განმავლობაში, მე გავაგრძელებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სრული დატვირთვით”, - აცხადებს ფაშინიანი.