სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა. როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, არმენ სარქისიანმა შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერა სომხეთის კონსტიტუციის 130-ე მუხლის შესაბამისად.

დღეს ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოსტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში ტოვებს. ნიკოლ ფაშინიანი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 20 ივნისს არის დაგეგმილი.