რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს.
როგორც უშაკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
მისივე თქმით, ამერიკული მხარისგან არის ლიდერების შეხვედრის ჩატარების განზრახვის სიგნალები. თუმცა მისი თქმით, ორმხრივი სამიტის ჩატარება სამუშაო დონეზე ჯერ არ განიხილება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.