Sunday Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის სამხედროები უკრაინაში შეიჭრებიან, მოსკოვს ,, დიდი ფასის" გადახდა მოუწევს და ამის შესახებ ოფიციალურმა ლონდონმა და ვაშინგტონმა ვლადიმერ პუტინი უკვე გააფრთხილეს.
როგორც რიჩარდ მური აცხადებს, ლონდონს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საკომუნიკაციო არხები ღიაა და რუსეთის ხელისუფლებამ იცის, როგორ აფასებენ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნაბიჯებს.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შედეგად გამართულმა საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, სუსტდება.