Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე თურქეთი აშშ-ს პასუხს გასცემს.
პრესსპიკერის თქმით, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა მკვლელობის გენოციდად დახასიათება „თურქეთ-აშშ-ის თანამშრომლობის ყველა სფეროზე აისახება“.
„იქნება რეაქცია სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დონზე, უახლოეს დღეებში და უახლოეს თვეებშიც“, – ამბობს პრესსპიკერი.
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის ერთ-ერთი პასუხი შესაძლოა, იყოს აშშ-ისთვის ინჯირლიკის ავიაბაზასთან წვდომის დაბლოკვა.
ამასთან ცნობილია, რომ ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 აპრილს დაგეგმილ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრებს. სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს თურქეთის პარლამენტიც.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობა გენოციდან 24 აპრილს აღიარა.