უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდის და მიიჩნევს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადაც უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში.
როგორც ცნობილია, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფორმატში სასურველია ამ სამი ქვეყნის ჩართვაც.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროცესი სწრაფად წარიმართოს.
„პროცესი უნდა ემსახურებოდეს აწმყოს და არა წარსულის მიზნებს. არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, კორექტირება შევიტანოთ მასში. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიის ფორმატი” ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა,