რუსეთი იტალიის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა იტალიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

როგორც ცნობილია, საუბარია თავდაცვის საკითხებში იტალიის საელჩოს ატაშეს თანაშემწეზე, რომელიც საელჩოში სამხედრო-საზღვაო ძალების ატაშეს თანამდებობას იკავებდა.

იტალიის საელჩოს თანამშრომელმა რუსეთის ტერიტორია 24 საათში უნდა დატოვოს.

”რუსეთში იტალიის ელჩი, პასკუალე ტერაჩანო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს, სადაც აღნიშნულია, რომ ატაშეს გაძევება არის პასუხი, იტალიის მთავრობის მიერ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიმართ არამეგობრულ და უსაფუძვლო მოქმედებებზე. მითითებულ ოფიცერს დაევალა დაეტოვებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 24 საათის განმავლობაში", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.