საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოსთვის და ქართველებისთვის აშენდება, ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ.
მისი თქმით, ყველა პროცესი ტენდერზე, შეთანხმებაზე საჭიროა, იყოს სრულად გამჭვირვალე.
„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტიც იქნება. მივესალმები ნდობის გაძლიერებისთვის მიღებულ ზომებს მთავრობის მიერ. დიალოგის გაფართოებას მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით ნამახვანში. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, არის კონტრაქტი პასუხისმგებლობასთან ერთად. კომპანია „ენკას“, მთავრობას და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი. პროცესში ეს ცოტა დაგვიანდა, მაგრამ დაიწყო და მივესალმები ამას. ამავე დროს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, მიზანმიმართული პროპაგანდა თურქეთის შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იყო დემონსტრანტების აგიტაციისთვის, ეტაპობრივად ქრება. მივესალმები დისკუსიას, დებატებს ამ პროექტზე, საქართველოს ენერგოსტრატეგიას მეცნიერების, პოლიტიკების და მონაწილეობითი დემოკრატიის დამსახურებით“, – განაცხადა ელჩმა.