ერდოღანმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ ბაიდენის განცხადებას დესტრუქციული უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო და გადაწყვეტილებას „უსაფუძვლო" და ორმხრივი ურთიერთობებისათვის საზიანო უწოდა. ამის შესახებ France24 წერს.

ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს აღშფოთება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ეს არის დესტრუქციული ქმედება.

აშშ თავისი ისტორიის შესახებ დოკუმენტებს ხელმისაწვდომს გახდის?!“, - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.

„ბაიდენის 24 განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა. იმედი მაქვს, რომ პირისპირ შეხვედრისას ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობა გენოციდან 24 აპრილს აღიარა.