დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს შეზღუდვები დაუწესა და აქტივები გაუყინა. საერთაშორისო ანტიკორუფციულ სასანქციო სიაში 6 ქვეყნიდან 22 ადამიანი მოხვდა. მათ დიდი ბრიტანეთში შესვლაც აეკრძალებათ.
სიაში მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ბანკების მფლობელები არიან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 2007 წლის დეკემბერში 230 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ.