„პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ“, - განაცხადა „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში შესვლის შემდეგ.
ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერები დღეს პარლამენტში პირველ სხდომას ესწრებიან.
„ახლა, პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ. მე ამ შენობაში ფაქტობრივად, პრარაბად ვიყავი, როდესაც ეს დაქცეული და გაპარტახებული შენობა აღვადგინეთ. მაგრამ აქ ახლა, ჩემს ემოციებს აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქვეყანა არის უფსკრულის პირას და დიდი გაჭირვებაა, ეს ყველაფერი მოსაბრუნებელია და სწორედ ამას სჭირდებოდა შეთანხმების დადება და ახლა მისი შესრულება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.