France 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.
როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბრის დროს ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოხატა ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსეი ნავალნის ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს უკრაინასთან დაძაბულობის შემცირების ვალდებულება.