ჰამილტონის კლასის ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მიემართება

აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰამილტონის კლასის ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მიემართება.

როგორც ცნობილია, კატარღა რეგიონში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმუშავებს.

„ეგეოსის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ რუზველტთან მუშაობის დასრულების შემდეგ, ჰამილტონის კლასის აშშ-ის სანაპირო დაცვის საპატრულო კატერმა ​ჩრდილოეთის სრუტეების გავლით შავ ზღვაში გასასვლელად სვლა დაიწყო", - ნათქვამია Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.