რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარა

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილისთვის დაიბარა სლოვაკეთისა და ბალტიის სამი სახელმწიფოს ელჩები ისე, რომ მიზეზი არ დაუსახელებია.

როგორც გამოცემა Interfax-ზე დაყრდნობით წერს, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა 26 აპრილს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ჩეხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის დიპლომატების გაძევებას, მას შემდეგ, რაც პრაღამ განაცხადა, რომ რუსეთის ორი ჯაშუში ეჭვმიტანილია, რომ ისინი დგანან 2014 წელს ჩეხეთის იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების უკან, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 22 აპრილს შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების სწრაფად მზარდ სიას, რომლებიც რუსეთის დიპლომატების გაძევებას ითხოვენ სავარაუდო ჯაშუშობისთვის