რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მზადაა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რეიკიავიკში დაგეგმილ არქტიკის საბჭოზე შეხვდეს, თუკი ამის სურვილს თავად ბლინკენიც გამოხატავს.
როგორც ლავროვი აცხადებს, თუ ვაშინგტონს მოსკოვთან საუბარი არ სურს, ეს მათი უფლებაა, თუმცა ეს ასევე გულისხმობს, რომ მოუწევთ „ცივი ომის“ ან უარეს პირობებში არსებობა, თუმცა „წითელი ხაზების“ გადაკვეთის ნებისმიერ მცდელობას, მკაცრი რეაქცია მოჰყვება.
მისივე თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღია შეერთებული შტატებისგან რაიმე სიგნალი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მზადაა მოსკოვთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს მრავალმხრივ ღონისძიებებში.
ლავროვის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება, თუ ვაშინგტონი არ შეწყვეტს სუვერენის პოზიციიდან მოქმედებას