ნიკა მელია: პარლამენტში 99.9% არ და ვერ შევალ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე.

მისივე თქმით, თუკი საკანონმდელო ორგანო 20 ივნისის საქმეზე გამოსცემს ამნისტიას და ის დაკავებულ პოლიციელებსაც შეეხება, მელიას ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, რომ არ შევა პარლამენტში.

„იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადეზე და ყველა ჯალათზე ამნისტიის გავრცელება, მე პირადად გამიჭირდება იქ შესვლა. 99.9% მე იქ ვერ და არ შევალ", - განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან" სატელეფონო საუბრისას.