ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთანაც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც შედგება.
ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარება სადგილზე გაეცნობა. ის ასევე, პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს გუშინ ეწვია.