რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნების ჩატარებას აპირებს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, რუსეთის საზღვაო ძალების კრეისერი აპირებს ჩაატაროს წვრთნები შავ ზღვაში.

გამოცემის ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას რუსული კრეისერი „მოსკვა“ მიიღებს, სხვა გემებთან და სამხედრო ვერტმფრენებთან ერთად.

რუსეთის საზღვაო ფლოტის განცხადებით, ისინი აკვირდებიან ამერიკული კატარღის მოძრაობას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია, აშშ-ის მიერ ჰამილტონის კლასის კატარღის შავ ზღვაში გაგზავნის შემდეგ გაავრცელა.

რუსული სამხედრო წვრთნების ბოლო სერია შავ ზღვაში გასულ კვირას განხორციელდა ყირიმთან, რაც მოსკოვის განცხადებით, შავი ზღვის ნაწილზე უცხოური სამხედრო გემების დაშვების შეზღუდვას ემსახურებოდა.