ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს.

„ის, რომ რუსეთს სამხედროები გაჰყავს, არ ნიშნავს, რომ არმია არ უნდა იყოს მზად, რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებთან ნებისმიერ მომენტში დაბრუნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაასრულეს და პირველ მაისამდე დატოვებენ, როგორც უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიებს, ისე ყირიმს.

ამასთან, შოიგუმ მოუწოდა რუსეთის არმია მზადყოფნაში იყვნენ რეაგირებისთვის, თუ ნატო-ს მიერ დაგეგმილი სწავლება „ევროპის დამცველის“ მიმდინარეობის ადგილებში სიტუაციის არახელსაყრელი განვითარებისთვის“.